არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას ახალ ვიდეოკადრებზე - ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე, რაც ჩემი თვალით ვნახე

მე პირადად, ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე, რაც ჩემი თვალით ვნახე. ჩვენი ოპონენტების ნაწილს მცდელობა აქვს, როგორმე თავიდან აიცილონ თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ახალ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ნიკა მელია ფიგურირებს.

თალაკვაძის თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალადობრივი სცენარისთვის გამოყენება სცადა.

„მე პირადად ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე, რაც ჩემი თვალით ვნახე. მე ვიმყოფებოდი პარლამენტში და მთელი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილს მცდელობა აქვს, როგორმე თავიდან აიცილონ თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა ტიპის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანევრებია. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ - კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება სცადა ძალადობრივი სცენარისთვის და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მათ მოუწევთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ომბუდსმენის აპარატი გამოძიებისგან ამ ვიდეომასალის შესწავლას მოითხოვს.

„ომბუდსმენი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია და ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. შესაბამისად, რა გარემოებების შესწავლასაც მოახდენს ომბუდსმენი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი განიხილავს, როდესაც სახალხო დამცველის წლიური ანგარიში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა