გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი - ხალხი იმედგაცრუებულია ორივე ჯგუფით - „ნაციონალური მოძრაობით“ და „ქართული ოცნებით“

ხალხი იმედგაცრუებულია ორივე ჯგუფით - იმედგაცრუებული არიან „ნაციონალური მოძრაობით“ და ასევე იმედგაცრუებული არიან „ქართული ოცნებით“. ისინი უკვე ვეღარ ხედავენ პროგრესს და ალტერნატივას ეძებენ. მგონია, რომ ესეც შედეგია ბოლოს განვითარებული მოვლენების,-ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა შტეფან მაისტერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც 20 ივნისის ღამით და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

წამყვანის კითხვაზე, ახლანდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ხედავს თუ არა ალტერნატივას, მაისტერი პასუხობს, რომ ვერ ხედავს.

„ამას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ ახალი პარტიის შესაქმნელად სივრცე ძალიან შეზღუდულია. ვფიქრობ, ორივე იმ პარტიებს, რომელიც ვახსენე ერთმანეთი სჭირდება იმისათვის, რომ მტერი ჰყავდეს. ძალიან შეზღუდულია სივრცე ახალი პარტიის შესაქმნელად, რომელსაც ნამდვილად ენდომება ქვეყნისა და ხალხისთვის პროგრესი. შეიძლება ამ დემონსტრაციებიდან რაღაც ახალი შეიქმნას, იყო განცხადებებიც გარკვეული პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მხრიდან, რომ ახალ პარტიას ქმნიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სხვა ადგილიდან უნდა მოხდეს, არა არსებული პოლიტიკური ელიტიდან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, სრულიად ნულიდან, იმისათვის, რომ ხალხთან უფრო ახლოს იყვნენ და არ უკავშირდებოდნენ პოლიტიკას, რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამოწვევაა“,-აღნიშნა მაისტერმა.

მაისტერმა განაცხადა, რომ ძირითადი პრობლემა ხალხსა და პოლიტიკურ ელიტას შორის, პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა შორის კავშირების ნაკლებობაა.

„ისინი ხედავენ მდიდარ ადამიანებს პარლამენტში, რომლებიც ხშირად იყენებენ თანამდებობას საკუთარი პირადი მიზნებისთვის. ხალხი ვერ ხედავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პროგრამა რათა განავითარონ ქვეყანა, არამედ მოქმედებენ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ ინტერესების მიხედვით. თუ საქართველოს შევადარებთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პროგრესული ქვეყანაა პლურალისტური სისტემით. მთავრობა წარმატებით შეიცვალა ძალის გამოყენების გარეშე, მაგრამ ეს დემონსტრაციები აჩვენებს, რომ ხალხი გრძნობს, არჩევნებზე წასვლის შემთხვევაშიც კი ვერაფერს შეცვლიან და ქუჩაში უნდა გავიდნენ იმისათვის, რომ პოლიტიკა შეცვალონ. ვფიქრობ, ეს გამოწვევაა, თუ როგორ განვითარდეს პოლიტიკური სისტემა ისე, რომ იყოს საკმარისი პარტიები და ხალხმა წარმოდგენილად იგრძნოს თავი, ხალხმა ხმა მისცეს... შემდეგ ცვლილებებიც გამოჩნდება და აღარ იქნება საჭირო ქუჩაში გასვლა და აღარ იქნება საჭირო იმით გაბრაზება, რაც ხდება“,-განაცხადა მაისტერმა.

იხილეთ ვიდეო: "დღის თემა" - საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გერმანელი ექსპერტი აფასებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა