თოქშოუ „რეაქციის“ პავილიონთან გიორგი გახარიას აქციის მონაწილეები ხმაურით დახვდნენ

დიღომში, პოლიტიკური თოქშოუ "რეაქციის" პავილიონთან, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გადაცემა "რეაქციის" სტუმარი შს მინისტრი,გიორგი გახარიაა.

აქციის მონაწილეებმა მინისტრი გადაცემაში ხმაურითა და შეძახილებით "გახარია წადი" შეაცილეს.. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გახარიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტზე და უნდა დატოვოს თანამდებობა. მათი თქმით, მოქალაქე გიორგი გახარიას არაფერს ერჩიან,უბრალოდ ურჩევენ, რომ როგორც მინისტრმა ისევ აიღოს პასუხისმგებლობა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ანა სუბელიანის თქმით, გახარიას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს მედიამაც, რადგან ყოველ სატელევიზიო ეთერში 20 ივნისის აქციის თაობაზე ის თავს იმართლებს.

დღევანდელ აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოებისა და "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, გახარიას განცხადებების კეთების უფლება არ აქვს და მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო