პარლამენტის წინ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეები უკვე 22-ე დღეა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გეგა სალუქვაძის თქმით, დღეს სცენა რიგით მოქალაქეებს დაეთმობათ, მათ, ვისაც სურთ საკუთარი პროტესტი პარლამენტის წინ ღიად გამოხატონ.

პარალელურად, მე-17 დღეა, აქციის რამდენიმე მონაწილე შიმშილობას აგრძელებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გეგა სალუქვაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ორგანიზატორები ცდილობენ მოშიმშილეებთან მოლაპარაკებას, რომ შიმშილობა შეწყვიტონ.

მიტინგის მონაწილეების თქმით, ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და შს მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა