არჩილ თალაკვაძე - 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკურ სუბიექტებს არ მოუწევთ არავისთან ფიქტიურ ბლოკში შესვლა, არ მოუწევთ არავისთან იძულებით გაერთიანება

2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკურ სუბიექტებს არ მოუწევთ არავისთან ფიქტიურ ბლოკში შესვლა, არ მოუწევთ არავისთან იძულებით გაერთიანება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი შეფასებით, ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი არჩევნებში თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა 2020 წელს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაც.

„ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. მათ არ მოუწევთ არავისთან ფიქტიურ ბლოკში შესვლა, არ მოუწევთ არავისთან იძულებით გაერთიანება იმ მოცემულობის გამო, რაც აქამდე გვქონდა. შესაბამისად, ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი თანაბარ სასტარტო პირობებში ჩაერთოს არჩევნებში და დაიწყოს რეალური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც უკვე არის ბარიერიც და პროპორციული საარჩევნო სისტემაც. პროპორციული არჩევნები თავისთავად უშვებს იმის ალბათობასაც, რომ შესაძლოა ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულია არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა