გიგა მაქარაშვილი გიორგი გახარიას - ბატონო გიორგი, თქვენივე სინდისის პატიმარი იქნებით მთელი ცხოვრება

ბატონო გიორგი, თქვენივე სინდისის პატიმარი იქნებით მთელი ცხოვრება და რაც მალე დაიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია სცადოთ, უკეთესი იქნება თქვენთვის, - ასე მიმართა გადაცემა "რეაქციის" პავილიონთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა შს მინისტრს გიორგი გახარიას.

მისი თქმით,საპროტესტო აქციები არ შეწყდება, ვიდრე გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს.

"რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, გახარიას გაგონებაზე გაახსენდებათ, თუნდაც ის სიმღერა "გახარიას უხარია, როცა ბავშვებს ტყვია ხვდება" გაახსენდებათ. გაახსენდებათ მაკო გომური. არ ვიცი, ამით როგორ უნდა იცხოვროთ, როგორც ადამიანი მეცოდებით, მაგრამ როგორც შს მინისტრი ამ მაგარი პოლიციელების, რომლებიც 22 დღეა გვიცავენ, ამათი უფროსი თქვენ ვეღარ ხართ. უნდა გადადგეთ", - განაცხადა მაქარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო