გიორგი გახარია - ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა

ახლა ჩემი წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არათუ პასუხისმგებლობის აღება- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით ის იდგა გადაწყვეტილების წინაშე, გადაერჩინა საკუთარი იმიჯი , თუ მიეღო სწორი გადაწყვეტილება.

„ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივი ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლაა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად ჩემთვის წასვლა ამ მომენტში ეს არის პასუხისმგებლობიდან გაქცევა არათუ პასუხისმგებლობის აღება. ახალგაზრდები ახლა საუბრობენ რაღაც შეცდომაზე, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს სახელმწიფო სამსახურში ყოფნა. რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტუმრით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციების პარლამენტის შენობაზე ფიზიკურ შეტევად გადაქცევას ცდილობდნენ, ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნით ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, თორემ დღესაც ვერ ხსნიან, რა უნდა ყოფილიყო შეჭრის შემდგომი ნაბიჯი. და შენ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება. მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს რომლებიც დგანან ამ წამს გარეთ და სწამთ, რომ მართალ საქმეს აკეთებენ, პოლიტიკოსებს, რომლებსაც მათ უკან ვხედავთ, ძალის გამოყენებით პარლამენტის შენობაში შეჭრით ძალაუფლების მოპოვება ან სხვა სახის პოლიტიკური პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა "რეაქციაში".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა