გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც ნიკა მელია მიმართავდა აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეხვედრასთან დაკავშირებით, პარალელურად, სხვადასხვა ფლანგებიდან  მიდიოდა ორგანიზებული შტურმი

ეს კადრები არის სრული ფარსი, - ასე შეაფასა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზე მედიაში გავრცელებული ახალი კადრები, სადაც ნიკა მელია და სხვა პოლიტიკოსები ფიგურირებენ.

როგორც გახარიამ განაცხადა, მაშინ როდესაც ნიკა მელია მიმართავდა აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეხვედრაზე შესვლაზე, პარალელურად, სხვადასხვა ფლანგებიდან პარლამენტზე და პოლიციაზე მიდიოდა ორგანიზებული შტურმი.

„ეს კადრები არის სრული ფარსი. ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვოს, მოძებნოს გამოაქვეყნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს ერთი, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ სასამართლოში როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ. როდესაც ნიკანორ მელია ამას საუბრობს, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან, პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა "რეაქციაში".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს