არჩილ თალაკვაძე რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, რუმინეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიცესპიკერთან, ფლორინ იორდაჰთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება, რაც ურთიერთობებს თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ხაზი ასევე გაესვა პირდაპირი ავია და საზღვაო მიმოსვლის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას, რეფორმით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებსა და პარლამენტის როლს ახალ პოლიტიკურ რეალობაში.

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიცესპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა და სტაბილურობის გარანტია, რომელიც, გამოწვევების მიუხედავად, განვითარებას აგრძელებს. მისივე თქმით, რუმინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის დასავლური სტრუქტურების მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინეთს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, მიიღოს ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ რუმინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ესწრებოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს