გადაცემა „რეაქციის“ პავილიონთან აკაკი ბობოხიძემ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვა

„ევროპული საქართველოს" წევრები ირმა ნადირაშვილი და აკაკი ბობოხიძე გადაცემა "რეაქციის" პავილიონთან, საპროტესტო აქციაზე მივიდნენ და პოლიციას მიმართეს, რომ მიეცა მათთვის პავილიონის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. მათი განცხადებით, შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ამასთან, აკაკი ბობოხიძის თქმით, მას მინისტრ გახარიასთან შეხვედრა სურს და მისგან უნდა, რომ მოისმინოს, ის განცხადებები, რომელიც გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა.

"მიმიფურთხებია იმ მინისტრისთვის, რომელიც პოლიციელების დასაცავი ხდება.ბოდიშს ვიხდი.თანამდებობის წევრი ვარ, მე ვაპირებ შესვლას. ამის უფლება მაქვს, პარლამენტის წევრი ვარ. რატომ მეჭიდავებით?! რამ გაგაუბედურათ ისე, რომ ლაპარაკის უნარი დაგაკარგინეს. თქვენი მინისტრი ზის და უტიფრად იტყუება. მიწასთან გასწორებული, ნოლზე დასული კაცია", - მიმართა აკაკი ბობიხიძემ ადგილზე მყოფ პოლიციელებს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო