გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე მის პოზიციებს გარკვეულ ნაწილში იზიარებს, გარკვეულ ნაწილში კი არ იზიარებს. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვდა და მასთან განვითარებულ მოვლენებზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირა.

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე. გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას იზიარებს, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა, გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა ასევე როგორც ჩვენ ისიც ხედავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში იყო კონკრეტული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო