ირაკლი ღლონტი ითხოვს, რომ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხონ

ვითხოვ მაგისტრ მოსამართესთან შეხვედრას და მისი თანდასწრებით დაკითხვას, - ამის შესახებ "კანონი და სამართალის" წევრმა ირაკლი ღლონტმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის შს სამინისტროში დაბარებულია 11:00 საათზე.

"მზად ვარ , გამომძიებელს და პროკურატურას კი არა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც ერთ მხარეს დგას გავრილოვი და გავრილოვიზაციის გზაზე მდგარი ხელისუფლება, მეორე მხარეს კი ჩვენ, საზოგადოება, პოლიტიკური ოპონენტები. ჩვენ, ვისაც გვიბარებენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ნებისმიერ შეკითხვაზე გვაქვს პასუხი. პირიქით იქით მაქვს შეკითხვები, რა საჭირო იყო რკინის ჭიშკრის მიღმა სპეცრაზმელების გამოყვანა, როცა გაბრაზებული საზოგადოება სრულიად ლეგიტიმურად აპროტესტებდა რუსი ოკუპანტის ჩვენს ინსტიტუციაში ზვიად გამსახურდიას სკამზე დასმას. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, მოწმის სტატუსით ვარ დაბარებული, როგორც სხვები. ნებისმიერ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის ტერორის, დიქტატის მცდელობა მაგრამ ეს ბრძოლა და დაუღალავი დგომა ღირს საქართველოსთვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ",-განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ხვალ იპოზიციონერი ლიდერები, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული. სსკ-ის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.