გიორგი გახარია - არაფრად არ ღირს ჩემი იმიჯი, თუ სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, თითოეული ღირსეული პოლიციელის დაცვა, იქნება ჩემი გადადგომის შედეგად შეურაცხყოფილი

არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, იმიჯი, თუ კანონის აღსრულება, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, თითოეული ღირსეული პოლიციელის დაცვა, იქნება ჩემი გადადგომის შედეგად შეურაცხყოფილი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მე ვარ გუნდის ერთი რიგითი წევრი, რომელმაც იცის, რომ არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური რეპუტაცია, არაფრად არ ღირს ჩემი პოლიტიკური იმიჯი, თუ კანონის აღსრულება, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, თითოეული პოლიციელის, ღირსეული პოლიციელის დაცვა იქნება ჩემი გადადგომის შედეგად შეურაცხყოფილი. ეს პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც იმ ღამეს და არამხოლოდ იმ ღამეს, ღირსეულად შესასრულეს თავისი ფუნქცია, მათ უჩნდებათ კომპლექსი, რომ რაღაც დააშავეს. რაში, როდესაც კანონის შესაბამისად დაიცვეს ინსტიტუტი და თავიანთი, ასევე თავიანთი კოლეგების და მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე? მათი მოქმედების არეალი იყო ის, რომ ისინი იყვნენ იძულებულები გამოეყენებინათ სპეციალური საშუალებები, სამწუხაროდ, მოძალადე აქციის მონაწილე, მოიერიშე სისტემურ დაჯგუფებებზე, რომლებსაც სათავეში ედგათ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც მოუწოდებდნენ სახელმწიფოს ძირითად ინსტიტუტში, პარლამენტში შეჭრისკენ. რა გინდათ მითხრათ, რომ ამის შემდგომ, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო სტანდარტი, იყო დანაშაული და ამიტომ უნდა წავიდეთ? არა!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა