დავით ბაქარაძე - გახარიას გადადგომის შემდეგ, ვინც უნდათ ის დაიბარონ დაკითხვაზე

გახარიას გადადგომის შემდეგ, ვინც უნდათ ის დაიბარონ, ვინც უნდათ, ის დაკითხონ, ნებისმიერი გამოძიება აწარმოონ. ოღონდ იმისთვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს და გამოძიებას თუნდაც მინიმალური სანდოობა ჰქონდეს, პირველი ნაბიჯი არის გიორგი გახარიას გადადგომა,-ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე შსს-ს მიერ ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებას.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნულის გარეშე ყველა ქმედება ოპოზიციის მიმართ უსამართლობა იქნება.

"მაშინ, როცა მთელი საზოგდოება ელოდება ძალადობაში დამნაშავეების დასჯს, როდესაც 22 დღეა ახალგაზრდები მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვენ , რომელიც უტიფრად ამტკიცებს, რომ მან გასცა ბრძანება, აიღო პასუხისმგებლობა, მისი დავალებით გამოიყენეს ტყვიები, აქცეტის გადატანა იმაზე, რომ თურმე, ოპოზიციაა დამნაშავე, ნამდვილი დამნაშავეების მაგივრად დაკითხვაზე დაიბარო ოპოზიციის ლიდერები, არის უსამართლობის სურათი. ეს ბოლომდე დაანგრევს და მოსპობს პოლიტიკრად დღევანდელ ხელისუფლებას",-აღნიშნავს ბაქრაძე.

მისი თქმით, ნურავის ეგონება, რომ საზოგადოება ამას "გადაყლაპავს". ბაქრაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიგოს, რომ ერთადერთი ნაბიჯი განმუხტავს მდგომარეობას და ეს არის გიორგი გახარიას გადადგომა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა