არჩილ თალაკვაძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცესპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბათუმის რიგით მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, არჩილ თალაკვაძემ და კლაუდია როთმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები შეაფასეს და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა განათლების, ბიზნესის, გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, პარლამენტის როლსა და დღის წესრიგს. ხაზი გაესვა პროპორციულ არჩევნებსა და მის როლს პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა იყო. კლაუდია როთმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, საერთაშორისო თანამეგობრობამ ხმა აიმაღლოს ოკუპაციის წინააღმდეგ.

მისივე შეფასებით, შთამბეჭდავია, რომ დაძაბული რეგიონული ვითარებისა და ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო წარმატებით აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებასა და სწრაფვას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტს გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა