სოფიო ქაცარავა - ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ და ევროკავშირს გვქონდეს საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „ ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სესიაზე: „2020 წელი - 20 მიზანი პარტნიორთა გასაძლიერებლად“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესიის მონაწილეებმა შეაფასეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული მიღწევები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

სოფიო ქაცარავამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ეფექტური და პროგრესულ პოლიტიკურ ინიციატივაზე, რომელიც მზარდ ზეგავლენას ახდენს წევრი ქვეყნების სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზი გაუსვა მდგრადობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

„პრაქტიკული ინტეგრაცია ევროკავშირში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ პროგრესს, და ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ და ევროკავშირს გვქონდეს საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალზე და თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მომავალში. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, სირთულეებისა, უნდა ვიცოდეთ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2020 წლისთვის, როგორ შეიძლება რომ ევროკავშირმა საქართველოს შემატოს მედეგობა, თანმიმდევრული მიდგომები და გვიჩვენოს სამომავლო ხედვები“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა