ლევან იზორია - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები“ სიტყვით გამოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში თემაზე - „შავი ზღვის უსაფრთხოება: დაპირისპირებებიდან შესაძლებლობების ზღვამდე“.

ლევან იზორიამ ყურადღება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ საქართველო თანხვედრაში იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან, გლობალურ სტრატეგიასა და ნატოს შეკავების პოლიტიკასთან.“ მისი განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს, რაც აღიარებულია ევროკავშირისა და ნატოს მიერ. „სამი კვირის წინ, ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ, რაც ევროკავშირის უფრო მეტ ჩართულობასა და თანამშრომლობაზე მიუთითებს. არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ, თუმცა, არ აღნიშნულა არაფერი იმის შესახებ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ჩვენ ვცდილობთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ევროკავშირთან უფრო მეტ თანამშრომლობას“, - განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიოს უსაფრთხოების საქმეში საქართველოს როლი.

„საკუთარ თავს აღვიქვამთ როგორც ევროკავშირის უსაფრთხოების ნაწილს. ვმონაწილეობთ ევროკავშირის მისიებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში.“ თავდაცვის მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი აშშ-თან თანამშრომლობის ფორმატებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ორი კვირის შემდეგ ჩვენ საქართველოში გვექნება სწავლება “Agile Spirit”, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 14 მონაწილიდან, 4 შავი ზღვის ქვეყანაა. ეს გახლავთ პრაქტიკული ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია ჩავერთოთ როგორც ეკონომიკური და სამხედრო, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან, როგორც მთავარ პარტნიორთან, ქვეყანაში სტაბილურობის გაზრდასა და საფრთხეების შეკავებას ემსახურება.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს