ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პარტნიორ ქვეყნებს უფრო ამბიციური პერსპექტივები უნდა შესთავაზონ

10 წლის წინ ევროკავშირმა პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. მოდით გავიხსენოთ, რომ ეს მოხდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განხორციელებიდან 10 თვის შემდეგ. ჩვენ მაშინ გავაცნობიერეთ, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში პარტნიორები გვჭირდებოდა, რომლებსაც დავეხმარებოდით და ასევე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი პარტნიორების თავისუფლება პირდაპირ იყო დაკავშირებული ევროკავშირის თავისუფლებასთან, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა განაცხადა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში სამი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. პირველი, ესაა უკვე მიღწეული შედეგების განმტკიცება, მეორე - მდგრადობის განვითარება პარტნიორ ქვეყნებში, რომელშიც მოიაზრება როგორც ეკონომიკური მდგრადობა, ისე სოციალური მდგრადობა. ასევე განათლების პროგრამების განხორციელება იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლო ჰიბრიდულ საფრთხეებს, განსაკუთრებით დეზინფორმაციას, რაც მოითხოვს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას. და მესამე ესაა უფრო ამბიციური პარტნიორებისთვის პერსპექტივების შეთავაზება“, - განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკმა .

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ გასული 10 წელი შეაფასეს ევროკავშირის პერსპექტივიდან.​

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო