ირინა აბულაძემ ევროკომისიის ოფიცერთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-16 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის ოფიცერთან, სილვია ბოჟინოვასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრის მოადგილემ ევროკომისიის წარმომადგენელს მეცნერების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით არსებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო და ევროკავშირთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

ირინე აბულაძის თქმით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვლევებისა და ინოვაციების პროექტის "ჰორიზონტ 2020" პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების გზები და შეთანხმდნენ, რომ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას დაეხმარება აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში და ისარგებლონ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც "ჰორიზონტ 2020" მეცნიერებს სთავაზობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს