ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ მომხდარ დაპირისპირებას ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს

ჩვენ გვიწევს პოლიციის და გახარიას ნაცვლად პასუხისმგებლობა, ბოლომდე მივიყვანთ ამ ყველაფერს. პირდაპირ მინდა ვუთხრა გამწარებულ გახარიას, არ გამოგივათ ამ აქციის არევა და ძალადობრივ ჭრილში გადაყვანა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოსთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტში მინაწილე პირები არიან გადაყვანილი და მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს

ელენე ხოშტარია მომხდარს ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს და შს მინისტრს მიმართავს.

“თქვენი ეს ხელწერა უკვე ძალიან კარგად ვიცით. როგორც მოქსეული მეკომბლეები გავუშვით მშვიდობიანად, ასე გავუშვებთ ყველა პროვოკატორს. დამშვიდდით და სწრაფად გადადექით”,-აცხადებს ხოშტარია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შეაგზავნა აქციაზე პროვოკატორები და მათ ძალიან უნდათ, რომ ძალადობრივ რელსებზე გადაიყვანონ აქცია.

“მათ ეს არ გამოუვათ. სამწუხაროა, რომ დაზარალდა ადამიანი, პირდაპირი თავდასხმა იყო. კიდევ უფრო მძიმე და სამწუხაროა, რომ პოლიციამ ხელი დააფარა მათ თვალწინ მოძალადეებს. ეს არის კატასტროფა, იმის ნაცვლად, რომ მშვიდობის გარანტი იყოს პოლიცია, პირდაპირ უშვებენ მათ იმიტომ, რომ სუს-ის თანამშრომლები არიან. ამასაც ბოლომდე მივიყვანთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს”,-აცხადებს ხოშტარია.

ცნობისთვის, აქციის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მათთან ორი პირი მივიდა, რომლებიც ითხოვნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, სადაც აპარატურა არის განთავსებული და აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს , მათ შორის არასრულწლოვანს და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს. მეორეს ადგილსამყოფელი კი უცნობი იყო. სამართალდამცველებმა ორი პირი პოლიციის სამმართველოში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც სამმართველოსთან აქციის რამდენიმე მონაწილე და ოპოზიციონერი ლიდერები ელენე ხოშტარია და გიგა ბოკერია მივიდნენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს