შტეფან მაისტერი გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ეს პროვოკაცია იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ და რუსეთის მიმართაც

ეს შეიძლება იყოს რუსული ჩანაფიქრიც - მაგრამ არ მგონია, რომ „რუსთავი 2“ რუსული ჩანაფიქრის ნაწილი იყოს. მგონია, რომ ეს უნდა იყოს ვიღაც, ვისაც ხელისუფლების დადანაშაულება სურს რუსეთთან პოლიტიკის გამო და გამოიყენოს ეს, როგორც პროვოკაცია მომავალ წელს საარჩევნო კამპანიისთვის,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა შტეფან მაისტერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, როდესაც ის „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შტეფან მაისტერმა ვრცლად ისაუბრა „რუსთავი2“-ის ეთერში გასულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს პროვოკაცია იყო ხელისუფლების მიმართ და ასევე, პროვოკაცია იყო რუსეთის მიმართაც, რათა ემოქმედათ, რაც შეიძლება უფრო მკაცრად და ბოლოს იმოქმედეს კიდეც. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ დღეს საქართველოში პოლარიზებული ვითარებაა.

შტეფან მაისტერმა აღნიშნული კუთხით გერმანიისა და საქართველოს მაგალითებიც შეადარა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ გერმანიაში რომ მომხდარიყო შესაძლოა, საქმე სასამართლომდეც მისულიყო.

„შეიძლება სასამართლოში ეჩივლათ იმ ადამიანებს, ვინც თვლიან , რომ რაც ითქვა, არ იყო კანონის შესაბამისი და შეიძლებოდა სასამართლოში საქმე აღძრულიყო ამ ადამიანის წინააღმდეგ. სიტყვის თავისუფლება ძალიან მაღალი ღირებულებისაა გერმანიაში, ძალიან ძნელია აკრძალო მედიასაშუალება ან ჟურნალისტი თუ არასწორ რამეს იტყვის. არ ვიცი თუ მოჰყვებოდა ამას რაიმე შედეგები ლეგალური კუთხით, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი სკანდალი იმ კუთხით, თუ როგორ მოქმედებს მედია, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტების ქცევის კოდექსი და რა განსხვავებაა პიარსა და რეალურ ჟურნალისტიკას შორის. ვფიქრობ, ასეთ ჟურნალისტს საკუთარ დამსაქმებელთანაც შეიძლება შექმნოდა პრობლემა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება სასამართლო საქმის საგანიც გამხდარიყო.

ვფიქრობ, ქართული მედიის ძირითადი პრობლემა არის ის, რომ არაა ცნობილი, ვინ არის მფლობელი, ვინ ფლობს მედიას, ვინ დგას ამ ჯგუფების უკან - ასე რომ არის გამჭვირვალობის ნაკლებობა“,-განაცხადა მაისტერმა.

მისივე თქმით, ეს არის შემთხვევა, როდესაც ვიღაცას სურდა, რომ პროვოკაცია მომხდარიყო.

„არ მგონია, რომ ჟურნალისტი წყვეტდეს ასეთი დიდი პროვოკაციის მოწყობას. ამის უკან ვიღაცის ინტერესი უნდა იდგეს. ვფიქრობ, ეს არის პრობლემა - თუ მფლობელები არ არიან ცნობილი, თუ მედია გამოიყენება, როგორც ხელსაწყო პოლიტიკური კონკურენციისა და ბრძოლებისთვის და ხალხს არ ესმის, ვინ და რატომ აკეთებს ამას. ვფიქრობ, საქართველოში მედია სისტემაშიც არსებობს პრობლემა.

არ ვიცი. ეს შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც ახლანდელი ხელისუფლების დადანაშაულება სურს რუსეთთან მიმართებით პოლიტიკის გამო, ეს შეიძლება იყოს ოპოზიციის მხრიდან, ოპოზიციური პარტიებისგან ან მოძრაობებისგან, ეს შეიძლება იყოს რუსული ჩანაფიქრიც - მაგრამ არ მგონია, რომ „რუსთავი 2“ რუსული ჩანაფიქრის ნაწილი იყოს... მაგრამ მგონია, რომ ეს უნდა იყოს ვიღაც, ვისაც ხელისუფლების დადანაშაულება სურს რუსეთთან პოლიტიკის გამო და გამოიყენოს ეს, როგორც პროვოკაცია მომავალ წელს საარჩევნო კამპანიისთვის“,-განაცხადა მაისტერმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა