გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ივლისს 12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს გიორგი წმინდას დასახლებაში და გლდანში.

12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს კადოეთი, კოდისწყარო, 12:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს ქვეშეთი, ქვემო მლეთა, ნაღვარევი, მანასეული, ჩირიკი, სეფე და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 14:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს ქუმლისციხე, გუდაური, სეთურნი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს