Air Canada-ს თვითმფრინავში მყოფი 30-ზე მეტი ადამიანი ძლიერი ტურბულენტური ზონის შედეგად დაშავდა

ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი თვითმფრინავი ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 35 ადამიანი დაშავდა.

"ბიბისის" ცნობით, მათ მცირედი დაზანებები აღენიშნებათ. თვითმფრინავის ბორტზე სულ 284 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან სიდნეიში მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ძლიერი ტურბულენტური ზონის გამო ლაინერი ჰავაიში დაეშვა.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაუწიეს. დანარჩენი მგზავრები კი ჰავაიში სასტუმროებში განათავსეს, ვიდრე ავსტრალიაში სხვა რეისით გაამგზავრებენ.

"ადამიანები დაფრინავდნენ, ძალიან ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით, თავს ჭერს ვურტყამდით. ყველაფერი ძირს ეყარა", - ყვება ერთ-ერთი გზავრი, რომელიც ასევე ბორტზე იყოფებოდა.

კადრები თვითმფრინავიდან, რომელიც ძლიერ ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - დაშავებულია სულ მცირე 35 ადამიანი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა