ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებაზე - პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა - ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ

ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

როგორც კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არ ყოფილა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

იხილეთ ვიდეო: პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს