გუბაზ სანიკიძე - რეპრესიები დაიწყო საქართველოში - მოვითხოვ, ჩემი საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე მოითხოვს, რომ მისი საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლება ცდილობს, რეპრესიები განახორციელოს და პატრიოტი ადამიანები დააპატიმროს.

„საქმეს მაგისტრ მოსამართლესთან გადავამისამართებ და მერე ვნახოთ. რადგან ასე დამკვიდრდა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან სჯობია, ასე ჩავთვალე საჭიროდ.

რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ოკუპირებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ქვეყანას მართავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება და სახელმწიფო გადატრიალება გრძელდება. ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი გადამტრიალებელი. ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. არალეგიტიმური და მოღალატე ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის მოყვარული და პატრიოტი ადამიანების დაპატიმრებას, ციხეში ჩაგდებას, რეპრესიებს და ასე შემდეგ. რეპრესიები დაიწყო საქართველოში. ახლა მივდივარ შსს-ში და მოვითხოვ საქმე მაგისტრ მოსამართლესთან გადავიდეს.“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა