ფრანგული გამოძიების ვერსიით, მალაიზიური თვითმფრინავის გაქრობის მიზეზი პილოტის თვითმკვლელობაა

ინდოეთის ოკეანის თავზე 2014 წლის მარტში გამქრალი „მალაიზია აირლაინსის“ პილოტი ბოლომდე აკონტროლებდა თვითმფრინავს და თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შეიძლება იყოს მფრინავის თვითმკვლელობა. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ ფრანგული გამოძიების მასალებზე დაყრდნობით წესს. რეისი MH370 კუალა-ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით 2014 წლის 8 მარტს სრულდებოდა. აფრენიდან მალევე თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა და ინდოეთის ოკენისკენ გაფრინდა. მალე რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ნამსხვრევებს რამდენიმეწლიანი ძიების მიუხედავად ვერ მიაგნეს. მალაიზიამაც და კერძო კომპანიებმაც ძიება შეწყვიტეს.

დღეს გამოძიებას აწარმოებს მხოლოდ საფრანგეთი - ბორტზე ამ ქვეყნის 3 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომპანია „ბოინგისგან“ მიღებული ინფორმაციისა და იმ ცნობებზე დაყრდნობით, რომ პილოტი ზაჰარი აჰმად შაჰი სავარაუდოდ კლინიკური დეპრესიით იყო დაავადებული, ფრანგები ვარაუდობენ, რომ მან თავი მოიკლა და 239 ადამიანიც მოკლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს