სამების საკათედრო ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს.
დღეს მართლმადიდებელი სამყარო პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს.