ხატია დეკანოიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.

„აუცილებლად მივალ სასამართლო დარბაზში მაგსიტრატ მოსამართლესთან და გავცემ კითხვებს პასუხს, ვინაიდან საზოგადოებამ ამ საქმის გარშემო ყველა დეტალი უნდა იცოდეს. ძალიან დიდი უტიფრობაა, როცა თვითონ გახარია იძიებს გავრილოვის ღამესთან დაკავშირებულ მოვლენებს, როცა თვითონ უნდა იყოს ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი“, - აცხადებს დეკანოიძე.

მისთვის უცნობია, თუ როდის დაიბარებენ სასამართლოში დაკითხვაზე.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა