პასკალ მენიე - კრიზისი საქართველოს შესაძლებლობასაც აძლევს - ვხედავდით, ევროკავშირის ყველა ელჩი როგორ უჭერდა მხარს საქართველოში ჩამოსვლის იდეას

ეს კრიზისი საქართველოს შესაძლებლობასაც აძლევს. ჩვენ ვაკვირდებოდით Facebook-ზე ევროკავშირის ყველა ელჩი როგორ უჭერდა მხარს საქართველოში ჩამოსვლის იდეას, ჩვენი ტურისტებისთვის გაკეთებული მიმართვისას, ამ საკითხზე საუბარი ბათუმის ტურიზმის ოფისთანაც მქონდა, - აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აკრძალვის შეფასებისას გააკეთა.

ელჩის თქმით, რუსეთის მოსახლეობას თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ თუ სად სურთ წასვლა.

„ვფიქრობ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოში ჰქონდათ რეაქცია, როდესაც სპიკერის ადგილას გავრილოვი დაინახეს, ჩვენ ასევე შეგვიძლია მხედველობაში მივიღოთ, რომ რუსეთშიც ექნებოდათ ემოციური რეაქცია იმის დანახვაზე, რომ პარლამენტის წევრების დამალვა და შემდეგ გამოშვება გახდა აუცილებელი. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ყველა გამოხატავს თავის ემოციასა და გრძნობებს, დრო იქნება, რომ დავუბრუნდეთ რეალობასა და პასუხისმგებლობას. ამიტომ ვიმედოვნებ რომ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ვლადიმერ პუტინის მიერ, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მხარს არ უჭერს სანქციების დაწესებას და საქართველოში არსებული რეაქციას, რომელიც პოზიტიური იყო, უახლოეს მომავალში დადებითი ნაბიჯები მოჰყვება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყოველთვის გააკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ მოსახლეობისა და ტურისტებისთვის უკეთესი იქნება თუ სანქციები მოიხსნება,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს