ვლადიმერ კონსტანტინიდი 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩების ყოფნასთან დაკავშირებით მის კომენტარზე განმარტებას აკეთებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში ელჩებთან ერთად იმყოფებოდა, ხელახალ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, რადგან მისმა პირველმა კომენტარმა, კერძოდ კითხვა-პასუხმა ინტერპრეტაციის საშუალება დატოვა, ამიტომ უწყებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ დაეზუსტებინათ.

როგორც საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიურ კომუნიკაციაში იყო, თუმცა მათი ფიზიკური მობილიზაცია არ გაუკეთებია. კონსტანტინიდი აცხადებს, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა თავად გამოხატა ინტერესი და მივიდა პარლამენტში.

„იცით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მაღალია ინტერესი და დიპლომატიური კორპუსი ამას თვალს ადევნებს. საგარეო უწყებას დიპლომატიურ კორპუსთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს.

ამ პროცესში ინტენსიური კომუნიკაცია იყო ელჩებთან, ისევე როგორც ჩვენი უწყების, ასევე სხვა უწყებების მიერ. თუმცა თუ თქვენ გულისხმობთ ფიზიკურ მობილიზაციას, ასეთი რამ არ ყოფილა. თვითონ თავიანთი ინტერესი გამოხატეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და ისინი იმყოფებოდნენ პარლამენტში, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც ჩვენს უწყებას, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს.

ნახეთ, რომ იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ კიდევ რომელი ელჩი იმყოფებოდა, თუმცა იქ იყო დიპლომატიური კორპუსი," - განაცხადა კონსტანტინიდმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო