სემეკის გადაწყვეტილებით, GWP-ის მიერ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილსადენის ხელმეორედ დაზიანების აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯი ტარიფში არ აისახება

სემეკის გადაწყვეტილებით, GWP-ის მიერ მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილსადენის ხელმეორედ დაზიანების აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯი ტარიფში არ აისახება.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 11 ივლისის საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, მგალობლიშვილის ქუჩაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილსადენის განმეორებით დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. განხილვის შედეგად კომისიამ არაგონივრულად მიიჩნია სასმელი წყლის მილსადენის ხელმეორედ დაზიანების აღდგენასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯები და დაავალა კომისიის აპარატს არ მოხდეს აღნიშნული დანახარჯების ტარიფში ასახვა.

საკითხი ეხება ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ მიმდინარე წლის 3 და 5 ივნისს სასმელი წყლის მილსადენის დაზიანებას, რომლის დროსაც მგალობლიშვილის ქუჩაზე ჩაინგრა გზის საფარი, დაიტბორა მიმდებარე შენობების სარდაფები, მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო