თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2019“ მიმდინარეობს

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2019“ მიმდინარეობს, ეს უკვე რიგით მე-16 Art-გენია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი ყოველდღიურად 14:00 საათიდან გამოფენებით იხსნება. დღის განმავლობაში ეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, ღვინის და ლუდის სივრცეები, 20:00 საათიდან - სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, 22:00 საათიდან კი თანამედროვე მუსიკის კონცერტები დაიწყება. მათივე ინფორმაციით, 7 ივლისს, „Art-გენის“ თბილისის ტური დათო ევგენიძემ გახსნა. 8 ივლისს ფესტივალის პროგრამა Asea Sool და ბაკურ ბურდულმა გააგრძელეს, 9 ივლისს - REGGAEON-მა, 10 ივლისს ჯგუფმა „ჩვენებურებმა“ და ლელა ნაყეურმა. გაიმართა „ჰოროლი“-ს ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლაც. 11 ივლისს „Art-გენის“ სცენა ჯგუფ „ფრანს“ დაეთმო. 12 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის კონცერტი ელოდება, 13 ივლისს, ნიაზ დიასამიძე წარსდგება. 14 ივლისს კი, Art-გენი 2019 „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.

თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე. ფესტივალი „Art-გენი 2019“-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და 22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა