მაია ცქიტიშვილი - პრეზიდენტ ტუსკის სიტყვები ჩვენთვის იყო გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად

ახალგაზრდები, რომლებიც აღიზარდნენ თანამედროვე საქართველოში, თავს აღიქვამენ ევროპის ნაწილად და ჩვენს ამოცანად მიმაჩნია დავეხმაროთ მათ ამ შეგრძნების რეალიზებაში, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გახსნილ თემატურ პანელზე. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი სწორედ იმას ეთმობა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს თანამედროვე გარემოს ევროპიზაცია.

„ორდღიან კონფერენციაზე სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება მოხდეს თანამედროვე გარემოს ევროპეიზაცია - განათლების რეფორმებით, კულტურული ურთიერთობების განვითარებით, ღია ბაზრების დაკავშირებით. ეს არის საკმაოდ იმედისმომცემი დისკუსია, რომელიც რა თქმა უნდა დაგვეხმარება. მინდა შეგახსენოთ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები, რომ აუცილებელია ვიფიქროთ როგორ გავაღრმავოთ კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ასევე პრეზიდენტ ტუსკის სიტყვებიც მინდა გავიხსენო, რომელიც ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, გუშინ, ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ნაწყვეტი ქართულად წაიკითხა.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს