პარიზში არეულობის 74 მონაწილე დააკავეს, შეტაკებებისას დაშავდა 20 პოლიციელი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზში არეულობის 74 მონაწილე დააკავეს. შეტაკებებისას დაშავებულია 20 პოლიციელი. შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანიერმა „ტვიტერის“ თავის გვერდზე დაწერა: „მიუღებელია ნგრევა და ინციდენტები, რაც მოხდა საფეხბურთო მატჩის შემდეგ. მივესალმები ჩვენი ძალების მოქმედებებს, რომლებიც მობილიზებულ იყვნენ პარიზში და ყველგან საფრანგეთის ტერიტორიაზე წესრიგის დასაცავად.

წუხელ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა პარიზის ცენტრში, ელისეს მინდვრებზე, ალჟირის საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავად კოტ დ’ივუარის ნაკრებზე. ალჟირელების ზეიმი ღამე უწესრიგობაში გადაიზარდა. მათ დაიწყეს მაღაზიების ვიტრინების მტვრევა და ორი მაღაზია გაძარცვეს.მათ დასაწყნარებლად საფრანგეთის პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს