ელიზაბეთ რუდი - არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა 20 ივნისს პარლამენტში, პირადად მე აშშ-ში ვიმყოფებოდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის აღნიშნულ პერიოდში ამერიკაში იმყოფებოდა.

ამასთან, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების აუცილებლობას.

„მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო იმაზე, კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა 20 ივნისს პარლამენტში. პირადად მე ვიმყოფებოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემი ქალიშვილის ქორწილში. 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ნამდვილად მოითხოვს დეტალურ გამოძიებას ძალის გამოყენების, ძალადობის კუთხით და ა.შ. კარგია, რომ ეს გამოძიება მიმდინარეობს,“ - განაცხადა რუდმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობიდან აკვირდებოდა მოვლენებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა