თამარ ხულორდავა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევროპის ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ავსტრიის ფედერალური სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში, თომას ბუხბაუმს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზის“ მიმდინარეობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღწევებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კონფერენციის ფარგლებში ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ბევრი საერთო აქვს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მათ მიერ მიღებული გამოცდილება საქართველოს დადებით მაგალითად გამოადგება.

შეხვედრაზე სტუმარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის ჩატარების შესახებ, ასევე სამიტის ფარგლებში მისაღებ დეკლარაციასა და პარტნიორობის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო რუსეთის ზეგავლენას და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებზე. ასევე ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს