იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მხარი დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მხარი 11 წევრის თანხმობით დაუჭირეს, ხოლო 2 წევრის აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, საკითხი განხილვას საჭიროებდა და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ საბჭოს რაიმე ინფორმაციის გასაჯაროების ეშინია.

„როგორც დაინახეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ ეშინია არავითარი ინფორმაციის გასაჯაროების, უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა იყო, რასაც მიეძღვნა დღევანდელი სხდომა და საბოლოო ჯამში საბჭომ კანონით დადგენილი წესით გადაწყვიტა ეს საკითხი დადებითად ისე, რომ ამ პროცესში დარეგისტრირებული 137 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებები, ყველა თანდართული დოკუმენტით, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა, გახდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო - ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ჩვენთვის, საბჭოს ცალკეული წევრებისთვის და ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს თუ ასე შესტკიოდათ გული საზოგადოების ინტერესზე, მათ თავისუფლად შეეძლოთ, საკუთარი პირადი პასუხისმგებლობით ეს აქამდეც გაესაჯაროებინათ. ამიტომ მათი მთელი ეს ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ჩვენ რაღაცას ვმალავთ, თითქოს გვეშინია რაღაც ინფორმაციის, არის აბსურდი, რაც დღევანდელი სხდომითაც დადასტურდა. უბრალოდ, თვითონაც ხვდებოდნენ, რომ საკითხი საჭიროებდა კოლეგიალურ განხილვას, ამიტომაც ვერ გადაწყვიტეს, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ. დღევანდელ სხდომაზე იყო სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მონაწილეების მოსაზრებების მოსმენის, აღნიშნული განხილვის შემდგომ საბჭომ ხმათა უმრავლესობით ეს საკითხი დადებითად გადაწყვიტა“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა