პატრიარქი - მინდა გირჩიოთ ყველას - გიყვარდეთ ერთმანეთი

მინდა გირჩიოთ ყველას, გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში,სინამდილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

"ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ოჯახის ისტორია: მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა შენი ერთგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მახლავს მე, რა ნაკლი მაქვსო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა რა დავწეროო და მთელი ღამე ვერ დაიძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა გირჩიოთ ყველას - გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში. სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება", - ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო

ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2019
ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ლუდი „სტაროპრამენის“ სიურპრიზები სმეგ მაცივრის გათამაშებით გრძელდება