სალომე სამადაშვილი - რას ნიშნავს ელჩები იყვნენ პარლამენტში, ამით ცდილობს გაამართლოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები?

რას ნიშნავს ელჩები იყვნენ პარლამენტში. ამით ცდილობს გაამართლოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები? ვერ გავიგე, გახარია ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შს მინისტრის განცხადებას, რომ 20 ივნისის მოვლენებს პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად აკვირდებოდა.

სამადაშვილის განცხადებით, გახარიას სურს, რომ საზოგადოებასა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაპირისპირება შემოიტანოს.

„ეს ძალიან უცნაური განაცხადი იყო. მე ამან დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ბატონი გახარია საერთაშორისო თანამეგობრობის ზურგს უკან ამოფარებას ცდილობს. რას ნიშნავს ელჩები იქ იყვნენ, რას აკვირდებოდნენ მასთან ერთად, დარბევას?! ბატონ გახარიას დღეს უნდა, რომ დაპირისპირება შემოიტანოს დასავლეთის ქვეყნებს და ჩვენს საზოგადოებას შორის და აცხადებს, რომ მის მიერ ორგანიზებულ დარბევას ინდულგენცია მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ?! საერთაშორისო თანამეგობრობის გზავნილი ძალიან ნათელია - გამოძიებული იქნას ყველაფერი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ. ეს იყო ძალიან სახიფათო ნაბიჯი. ვერ გავიგე, ბატონი გახარია ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ უცხოელი ელჩები უნდა იყვნენ შენობაში და ამით ცდილობს გაამართლოს გადაწვეტილებები, რომელსაც ხელისუფლება იღებს? მეორე მხრივ, განხეთქილების შემოტანა უნდა. იცის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა დემოკრატიული ძალების და იმ ხალხისადმი, ვინც მის გადადგომას ითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ცდილობს ამ ურთიერთობაში დისონანსი შეიტანოს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა