ბაკურიანს მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტები ეწვივნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და სათხილამურო ფედერაციის მოწვევით, ბაკურიანში მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის ექსპერტთა ჯგუფი, ჰელო ჰასი და მარტინ ფიალა იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, ბაკურიანში 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ასევე იმ სატესტო შეჯიბრის შესახებ, რომელიც ჩემპიონატს უკავშირდება. ექპსერტთა ჯგუფის ჩართულობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრები იმ ადამიანების უშუალო შემადგენლობით, რომლებიც ჩართულნი არიან მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაში.

ევროპელმა ექპერტებმა ბაკურიანში შეამოწმეს როგორც სათხილამურო გზები, ასევე დაგეგმილი პროექტები. პრაქტიკული მუშაობის შემდეგ ქართულმა მხარემ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციას სამუშაო ანგარიში წარუდგინა, ხოლო ექსპერტებმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ამასთან, 2020 წლის ზამთარში დაგეგმილია მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარება თბილისში, არეალსისა და ბიგ აირის სახეობებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა