პატრიარქმა მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართელოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და წყალობა უსურვა.

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საზეიმო ქადაგებაზე ილია მეორე მრევლს პეტრე-პავლობის მნიშვნელობაზე და მოციქულთა ღვაწლზე ესაბრა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღედასწაულს. პეტრე და პავლე მოციქულები არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმინდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ

პირველი ეკლესია სვეტიცხოველში 12 მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიოს საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია 12 მოციქულის სახელზე აშენდა.

ყოველი ადამიანი მოდის ამ ქვეყანად გარკვეული მისიით, დავალებით. პეტრე და პავლე მოვიდნნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი სოფლისა და სულთა ჩვენთა წყალობის მომნიჭებელნი. ძალიან მძიმე იყო მათი მოღვაწეობა, იმდენად მძიმე, რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე. ხალხური გადმოცემა არის, რომ პავლე მოცუქული ასევე დიდი მქადაგებელი და დიდი მოღვაწე იყო. მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად იყოს.

დღეს არის პეტრე-პავლობა, ხვალ, სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული. სვეტიცხოველში ლოცვა დაიწყება დღეს, 19:00 საათზე. დიდმა ჯგუფმა ჩვენი მორწმუნე ადამიანების გამოიარეს წმინდა ნინოს გზა და დღეს მათ ჩვენ შევხვდებით სვეტიცხოველში. წმინდა ნინოს და მოციქულების მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს",- ბრძანა პატრიარქმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს