ნაზი ჯანეზაშვილი - ჩვენი ძალისხმევის შედეგია, რომ იუსტიციის საბჭომ ინფორმაციის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილება მიიღო - ყვავს გავაგდებინეთ კაკალი

ჩვენი ძალისხმევის შედეგია, რომ ინფორმაციის გაცემაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღო - გამოვიდა ისე, რომ ყვავს გავაგდებინეთ კაკალი", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესში მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ინფორმაცია, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ მოითხოვეს ორგანიზაციებმა, გახდეს საჯარო. ანუ, 137 კანდიდატის შესახებ ყველა ის განაცხადი და თანდართული დოკუმენტი, რომელიც მათ წარმოადგინეს, იქნება გადაცემული იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც მოითხოვეს ეს ინფორმაცია. თუმცა რეალურად ეს ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგია. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ რა დისკუსია და ცხარე კამათი გაიმართა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ამ ძალისხმევის შედეგია, რომ საბოლოო ჯამში ინფორმაციის გაცემაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. რეალურად, გამოვიდა ისე, რომ ყვავს გავაგდებინეთ კაკალი. ამ პროცესში მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ეს იყო, დანარჩენი, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა შეწყდეს კონკურსი, ის პრობლემები კვლავ ღიად რჩება. თუნდაც დღეს ვნახეთ ის, რომ ირაკლი შენგელია და თამარ ონიანი, რომელთა ახლო ნათესავებიც მონაწილეობენ ამ კონკურსში, ამ საჯარო ინფორმაციის გაცემაზეც ჩვეულებრივად დისკუსიობდნენ და იღებდნენ მონაწილეობას. აქაც არის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მათ მიერ გამოთქმული ნებისმიერი აზრი აღიქმება ისე, რომ ისინი შესაძლოა, მოქმედებდნენ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება მათი ახლო ნათესავების მონაწილეობას ამ კონკურსში. ამიტომ, პრობლემები კვლავ რჩება, თუმცა კარგია, რომ ეს ინფორმაცია გაიცემა საჯაროდ, რაც იმ დიდი ძალისხმევის შედეგია, რომელიც განვითარდა თუმდაც ამ კვირის განმავლობაში საბჭოს სხდომებზე", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მხარი 11 წევრის თანხმობით დაუჭირეს, ხოლო 2 წევრი აღნიშნულის წინააღმდეგ წავიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა