შს მინისტრის მოადგილე - 20 ივნისს, გერმანიის ელჩმა განცხადება გააკეთა პირდაპირ პარლამენტიდან, რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან ხაზზე იყვნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე 20 ივნისის ღამეს ელჩების პარლამენტის შენობაში ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი ინფორმაციით, იმ ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა მხოლოდ გერმანიის ელჩი, სხვა ქვეყნის ელჩები კი შს სამინისტროსთან პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ.

„გახსოვთ ყველას, რომ გერმანიის ელჩი იმ ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა და იქიდან კომენტარიც გააკეთა. დანარჩენი ელჩები მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ ხაზზე. მე თავს შევიკავებ კონკრეტული ელჩების დასახელებისგან. მთელი ღამის განმავლობაში, განსაკუთრებით მას მერე, რაც სიტუაცია დაიძაბა და პარლამენტში შტურმი დაიწყო, რამდენიმე ქვეყნის ელჩი გყავდა პირდაპირ კავშირზე. გერმანიის ელჩი კი ვითარების დაძაბვის მომენტიდან იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყნის საელჩომ იმ ღამესვე, მდგომარეობის გართულების შემდგომ, გააკეთა შესაბამისი ღია განცხადება. ეგეც შეგვიძლია ამოვიღოთ და ვნახოთ,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამეტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად იმყოფებოდა და იქიდან აკვირდებოდა მოვლენებს, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ „დიახ, არის ინტერპრეტაციის საშუალება“.

„კი ბატონო, გეთანხმებით, არის ინტერპრეტაციის საშუალება. გარკვევით მინდა განვაცხადო, ხაზზე გვყავდა რამდენიმე ქვეყნის ელჩი, ფიზიკურად იქ იმყოფებოდა გერმანიის ელჩი მისივე ინიციატივით,“ - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს