დავით მათიკაშვილი - გახარიას გადადგომის მოთხოვნა აბსურდულია

გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ მოთხოვნა არის აბსურდული, ეს არის ზუსტად იმ დესტრუქციული ძალებიდან მომდინარე, რომლებმაც გაუკეთეს ორგანიზება 20-21 ივნისს ამ შტურმს და ძალადობრივ ქმედებებს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, მათი მიზანია პოლიციის შესუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაზიარებული.

გიორგი გახარია და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მათ ქვეყანა იხსნეს იმ დესტრუქციისგან და აგრესიისგან, რომელიც მომდინარეობს, დიახ „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 20-21 ივნისს, რუსთაველზე განვითარდა მოვლენები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც დესტრუქციული ძალის მცდელობაშეჭრილიყვნენ პარლამენტში და ძალადობრივად მოეხდინათ პოლიტიკური პროცესების მართვა. მართალია პროცესი დაიწყო მშვიდობიანი აქციით, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ფონზე, ძალადობრივ აქციაში გადაიზარდა, რაც გამოიხატა შტურმის სახით და პოლიციელებზე თავდასხმით, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. მოძალადეების მიერ 30-მდე პოლიციელი იქნა გატაცებული, გაიტაცეს დამცავი ფარები და ახდენდნენ პირდაპირ ძალადობას პოლიციელებზე . გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან სწორად აღნიშნა, რომ დგება ჟამი, როდესაც სახელმწიფო მოხელე იღებს ძალიან რთულ გადაწყვეტილებას, მოძალადეებთან შევიდეს კომპრომისზე და გაუფრთხილდეს საკუთარ იმიჯს, თუ მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას, დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები და მოახდინოს მოძალადეების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, დაშავებულებიდან ნახევარზე მეტი პოლიციელი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქციის დასაშლელად პროპორციული ძალა გამოიყენეს.

„ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რა ხდებოდა თბილისის სავადმყოფოებში მეორე დღეს. დაშავებულთა ნახევარი იყო პოლიციელი. ძალიან სამწუხაროა, რომ ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ მიმართულ პროპორციულ ძალას ჩვენი თანამოქალაქეების და პოლიციელების დაზიანება მოჰყვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა, ხოლო მოძალადეებმა, პირველ რიგში ძალადობით, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, შტურმის დროს პოლიციელები დააზიანეს. ნაწილი მოძალადეებისა აგრძელებდა ქუჩებში დესტრუქციულ ქმედებას, ამიტომ პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა შესაბამისი ქმედებები, გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები მოძალადეთა ქმედების აღსაკვეთად. ამიტომ, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 20-21 ივნისს პოლიცია მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მან გამოიყენა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომელიც კანონით არის დაშვებული ძალადობის და შტურმის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიან აქციას არბევდა, დასდევდა მომიტინგეებს და ახდენდა მათზე ფიზიკურად უსწორდებოდა, ხოლო 20-21 ივნისს, ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა შესაბამისი პროპორციული ძალა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დაეცვათ ყოველგვარი ძალადობრივი პროცესების ძალადობრივი განვითარებისგან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება