დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი - წითელას მკვეთრად შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, დღეისათვის სულ 3892 შემთხვევა გვაქვს

დღეისათვის წითელას სულ 3892 შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წითელათი დაინფიცირება მკვეთრად არის შემცირებული, თუმცა ვირუსი ცალკეულ შემთხვევებში მაინც ფიქსირდება. ამასთან, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, შემთხვევათა დაახლოებით 60% ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

„დღეისათვის წითელას სულ 3892 შემთხვევა გვაქვს. საბედნიეროდ, გაჩნდა დღეები, როდესაც წითელას ვირუსის მქონე ავადმყოფი არ მიმართავს ექიმს. ჯერჯერობით რამდენიმე დღე იყო, როდესაც საერთოდ არ დარეგისტირებულა წითელას შემთხვევა. მაქსიმუმ შეიძლება 5 შემთხვევა დარეგისტრირდეს დღის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ წითელას შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა მკვეთრად,“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

რაც შეეხება სხვა ვირუსებს, მისი ინფორმაციით, ახლა უმთავრესად ცირკულირებს რინოვირუსი. მისივე თქმით, გასულ კვირას B გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევაც გამოვლინდა. ამასთან, იშვიათად, თუმცა მაინც ფიქსირდება რესპირაციული სიმპტომებით მიმდინარე დაავადებები.

ხათუნა ზახაშვილის განმარტებითვე, მიმდინარე სეზონზე მოსალოდნელია დიარეული დაავადებები.

„ეს უმთავრესად დაკავშირებულია საკვებთან ან წყალთან. მთავარი ახლა არის, რომ მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ კვებისა და წყლის სმის რეჟიმი. მივიღოთ სანდო ხარისხის საკვები და წყალი, რათა თავი ავარიდოთ დიარეის მიმდინარე დაავადებებს.“ - განაცხადა ხათუხა ზახაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო