შს მინისტრის მოადგილე - 20 ივნისის მოვლენებზე გამოიკითხებიან პოლიტიკოსებიც და ის მოწმეებიც, რომლებსაც  გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ

ვცდილობთ პირების მაქსიმალური რაოდენობა გამოვკითხოთ, რათა ობიექტური სიმართლე დადგინდეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების გამოკითხვაზე დაბარებას, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, გამოიკითხება ყველა მოწმე, ვისაც გამოძიებისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ პირების მაქსიმალური რაოდენობა გამოვკითხოთ, რათა ობიექტური სიმართლე დადგინდეს. ამ გამოკითხვების ფარგლებში გამოიკითხებიან, ასევე, პოლიტიკოსები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ და პრინციპში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე. შესაბამისად, გამოიკითხებიან პოლიტიკოსებიც და ყველა ის მოწმე, რომელსაც რამე ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია გამოძიებისთვის,“ - განაცხადა ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა