ზვიად ძიძიგური - შს სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება ლეგიტიმური იყო და  მოსახლეობის ინტერესებს ემსახურებოდა

საქართველოს და მის მოსახლეობას არ აქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ ძალიან კარგად გვახოვს ჩვენი უახლესი ისტორია, რომელიც ორჯერ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში გამოიხატა. ერთხელ ეს იყო 1992 წლის სისხლიანი გადატრიალება, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა,- ამის შესახებ „კონსერვატული პარტიის“ ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებაშია ნათქვამი.

ძიძიგურის თქმით, „ორივე შემთხვევაში საქართველო და მისი მოსახლეობა დარჩა მხოლოდ წაგებული და დაზარალებული“.

„მინდა “საქართველოს კონსერვატიული პარტიისა” და პარლამენტში შემავალი ფრაქციის სახელით განვაცხადო - საქართველოს და მის მოსახლეობას არ აქვს მოკლე მეხსიერება. ჩვენ ძალიან კარგად გვახოვს ჩვენი უახლესი ისტორია, რომელიც ორჯერ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში გამოიხატა. ერთხელ ეს იყო 1992 წლის სისხლიანი გადატრიალება, რომელიც შემდეგ სამოქალაქო ომში გადაიზარდა და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა. მეორედ ეს იყო “ვარდების რევოლუცია”, რომელიც სწორედ პარლამენტის შენობაში ძლადობრივი შეჭრის გზით განხორციელდა.

ორივე შემთხვევაში საქართველო და მისი მოსახლეობა დარჩა მხოლოდ წაგებული და დაზარალებული. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი მას შემდეგ რაც „ვარდების რევოლუცია“ დამთავრდა, ყველა თავისი პოლიტიკური აქტივობის დროს იყო შეთანხმებული და ჩამოყალიბებული რომ ხელისუფლების შეცვლის მხოლოდ ერთადერთი ლეგიტიმური და კანონიერი გზა არსებობს - ეს არის არჩევნები. ამისკენ მოუწოდებს “კონსერვატიული პარტია” და ბევრი სხვა პარტიაც მუდიმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ არჩევნების გარდა სხვა ალტერნატივა არ აქვს პოლიტიკურ განვითარებას. 20-21 ივნისის ღამეს ჩვენ ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, უწყვეტი კადრებით მიდიოდა, როგორ იყო შეტევა პოლიციის კორდონებზე პარლამენტის შენობის დასაკავებლად. ეს არის სრულიად დაუშვებელი და ძალოვანი უწყებები იმიტომ ჰყავს ქვეყანას რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები აღკვეთოს. ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მისი მინისტრის მოქმედება იმ ღამეს იყო სავსებით ლეგიტიმური, ემსახურებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ემსახურებოდა სახელმწიფო ინსტიტურების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს განვითარების საქმეს, და ვფიქრობ რომ მოთხოვნა გახარიას გადადგომის შესახებ არის ემოციურ ნიადაგზე დაფუძნებული, ან პოლიტიკური ოპონენტების სურვილი”,- განაცხადა ძიძიგურმა.

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რამდენად ადეკვატური იყო პოლიციის ცალკეული თანამშრომლების საქმიანობა - ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა პერსონა, რომელმაც იმ დღეს თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამავე დროს ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის ნახოს თუ ვინ იყვნენ პოლიციაზე ორგანიზებული შეტების მოთავეები. ვფიქრობ, რომ ამას გამოძიება პასუხს გასცემს, პროცესები არის სამართლებრივ სიბრტყეში გადასული და ეს ყველაფერი სასამართლოთი დასრულდება, რომლის განაჩენით ყველაფერს გაეცემა თავისი პასუხი“,- განაცხადა ძიძიგურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო