ნინო ჯავახაძე 20 ივნისის მოვლენებზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია ის ტყვიები, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ კიდევ ერთხელ უპასუხა მედიის მიერ დასმულ კითხვას, 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას მიმდინარეობს პროკურატურაში და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს.

„ტყვიები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს - არც გამოუყენებია. ტყვიები, რომლებიც იქნება გამოყენებული, აბსოლუტურად ყველა გაწერილია კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად, იქ ისეთი არაფერი იყო გამოყენებული, რაც კანონით არის აკრძალული.

ჟურნალისტების დაზიანებაც გამოძიების ნაწილია, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს და რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვაქვს. ამაზეც რამდენჯერმე ინფორმაცია გავრცელდა. იმ გამოძიებას, რომელიც უფლებამოსილების გადამეტებაზე მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს, მასში არ მონაწილეობს, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა.“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

აღნიშნულ კომენტარს შს სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს