გორში, ერთ-ერთ ქუჩას ნანიკო ბერიაშვილის სახელი მიენიჭა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო და გორში, წმინდაწყლის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ უსახელო ქუჩას, გასული წლის ოქტომბერში მოკლული 9 წლის გოგონას - ნანიკო ბერიაშვილის სახელი მიენიჭა.

აღნიშნული საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დააყენა. დავით რაზმაძის თქმით, ქუჩისთვის ნანიკო ბერიაშვილის სახელის მინიჭების სურვილი მოკლული გოგონას ოჯახმა გამოთქვა.

ოჯახის თხოვნის გათვალისწინებით, გარდაცვლილი გოგონას საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, მუნიციპალიტეტის მერია ნანიკოს სახელობის სკვერის მოწყობასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, სკოლისკენ მიმავალი, გზიდან გაუჩინარდა. რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის მკვლელობის ბრალდებით, გორში მცხოვრები იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელსაც 27 მაისს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს