მაია ცქიტიშვილი - ბრძანების გაცემა და შტურმის მოგერიება ხდებოდა მხოლოდ იმ პირების მიერ, ვისაც ეს მოვალეობა კანონის ფარგლებში ეკისრება

შეკითხვის ასე დასმა - იყო თუ არა ჩართული კრიზისის მართვის პროცესში რომელიმე არაუფლებამოსილი პირი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა.

მინისტრი მაია ცქიტიშვილი მსგავს თემებზე სპეკულაციას „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ძალების ინტერესებს უკავშირებს.

„გუშინ ბატონი გახარიასგან მოვისმინეთ, რომ მასსა და ბატონ ბიძინას შორის კომუნიკაცია არ ყოფილა. ამ და მსგავს თემებზე სპეკულაციები, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, იმ რადიკალური ძალების ინტერესებშია, რომელთაც წამოიწყეს შტურმი კონსტიტუციისა და კანონის წინააღმდეგ. არაერთხელ გაეცა პასუხი ამ თემას, რომ ბრძანებების გაცემა, შტურმის მოგერიება ხდებოდა მხოლოდ იმ პირების მიერ, ვისაც ეს მოვალეობა კანონის ფარგლებში ეკისრება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა